LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის ნამდვილი მესამე მსოფლიო ომი. არ ვფიქრობ, რომ პუტინი გიჟია, ის სახიფათოა – ეს კი ბევრად უფრო საშიშია… ის არ გაჩერდება“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

165
ვოლოდიმირ ზელენსკი

„ეს არის ნამდვილი მესამე მსოფლიო ომი. არ ვფიქრობ, რომ პუტინი გიჟია. ის სახიფათოა – ეს კი ბევრად უფრო საშიშია. ის არ გაჩერდება“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის განცხადებით რუსეთთან მოლაპარაკებები არარეალურია. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, სამშვიდობო შეთანხმება იქნება „ხაფანგი”, რადგან პუტინი დაარღვევს ნებისმიერ შეთანხმებას და მისი დაჯერება არ შეიძლება.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი გამოიყენებს ნებისმიერ პაუზას, რათა „გაძლიერდეს კუნთები ბრძოლის ველზე“ და ადრე თუ გვიან კვლავ დაარტყამს უკრაინას.

მისი თქმით, „რუსული ფაშიზმის იდეოლოგიის“ გამო, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი მეორე მსოფლიო ომის მსგავსია, თუმცა უფრო მცირე მასშტაბით და რომ პუტინის სასტიკი მეთოდიკა იგივეა, რაც ნაცისტური გერმანიის.

ზელენსკის თქმით, თუ რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის შეეცდება კიდევ უფრო შეცვალოს ევროპის საზღვრები სხვა ქვეყნებზე თავდასხმით.

„ეს არის ნამდვილი მესამე მსოფლიო ომი. არ ვფიქრობ, რომ პუტინი გიჟია. ის სახიფათოა – ეს კი ბევრად უფრო საშიშია. ის არ გაჩერდება“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები