გურჯაანში, ღვინის ფესტივალს საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო. სალომე ზურაბიშვილმა კახური ღვინო დააგემოვნა.
გურჯაანის ღვინის ფესტივალს საქართველოს პრეზიდენტი ესწრება. სალომე ზურაბიშვილი საწნახელში ყურძნის დაწურვის პროცესს დაესწრო, კახური ტრადიციული ღვინო დააგემოვნა.
ღვინის ფესტივალზე, რომელიც წელს უკვე მესამედ ტარდება, წარმოდგენილია ქვევრში დაყენებული ღვინო, დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული 150-ზე მეტი სხვადსხვა სასმელი.
ეს არის ქართული ღვინის ზეიმი და აღორძინება. იმას, რომ ჩვენ გავიტანეთ ჩვენი ღვინის სახელი საზღვარგარეთ, ტურისტების სიმრავლე ადასტურებს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვეულებრივი გლეხი თვითონ გადაიქცა მევენახედ და ეს არის მნიშვნელოვანი ტენდენცია, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ტრადიციულ კერძებთან ერთად, გურჯაანის ღვინის ფესტივალზე საუკეთესო კახური და ევროპული ღვინის დაგემოვნება და შეძენაც არის შესაძლებელი.
ფესტივალზე ხელნაკეთი, შემოქმედებითი და თემატური ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაც იმართება.