LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი” – ალეკო ელისაშვილი

228
ალეკო ელისაშვილი

ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალი სტუდიაში განაცხადა.

მისივე თქმით, ჩვენი ხელისუფლებები, როდესაც ამოწურავს ხალხის დარწმუნების რესურსს, როცა იწყება მისი რეიტინგის ვარდნა, შემდეგ იწყებენ ქვის სროლას.

„მინდა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს. „ქართული ოცნება“ აუცილებლად უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან. ამ ხალხმა ამოწურა თავისი თავი, ახლა თვითონაც წვალობენ და ქვეყანასაც აწვალებენ. ჩვენს ხელისუფლებებს ბოლო ჟამი რომ აქვთ, ისე არის „ქართულ ოცნება“. ჩვენი ხელისუფლებები, როდესაც ამოწურავს ხალხის დარწმუნების რესურს, როცა იწყება მისი რეიტინგის ვარდნა, შემდეგ იწყებენ ქვის სროლას. ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი“,- განაცხადა ელისაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები