მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის მამა, ოთარ ჭიჭინაძე ეხმაურება სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, სასამართლომ საპროტესტო აქციაზე დაკავებული 11 პირი, მათ შორის მისი შვილი, ანდრო ჭიჭინაძე პატიმრობაში დატოვა.
„ქეთევან ჯაჭვაძევ, სირცხვილია! – თქვენი სახელი არავის უნდა დაავიწყდეს!“ – სალომე ზურაბიშვილი
„შემექმნა მოტყუებით ილუზია, მაგრამ ყველაზე ძალიან მოქმედებდა თვითონ მოსამართლის და პროკურატურის სახეებს რომ ვუყურებდი. ანდრო გამოიყურებოდა მხნედ და პირიქით, იუმორის მომენტებიც ჰქონდა. იმედია, რომ მას ეს ძალას შემატებს, არ მოდუნდება. მგონი, მეტად მედგრად იქნება, ამის იმედი მაქვს. არ მოვიტყუები, გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით იმედის ერთი პროცენტი იყო, მაგრამ ეტყობა ბოლო მომენტში, დაურეკეს [მოსამართლეს] და უთხრეს, შენ, რამე ხომ არ გეშლება, უნდა გააკეთო ისე, როგორც გეუბნები. ეს არის რეჟიმი, რეჟიმი რასაც იტყვის უნდა გააკეთოს.
ოჯახი ალბათ იგივე რეჟიმში ვიქნებით როგორშიც ვიყავით, ანდროსთან კონტაქტის მოლოდინში.
ჩემი მეუღლე მეტად აქტიურია, ძალიან დიდი დახმარებაა პრესის მხრიდან, ხალხის დიდი დახმარებაა, დიდი მადლობა ამისთვის“, – განაცხადა ოთარ ჭიჭინაძემ.