LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის სცენარი, რომელიც არა თუ მთლიანად „ათეთრებს“ რუსეთის ქმედებებს, არამედ წარმოადგენს მათ ნამდვილ მშვიდობისმყოფელებად, რომლებმაც დაიცვეს ოსი ხალხი გენოციდისგან“ – გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე

152
გია ხუხაშვილი

14 აგვისტოს, გორში, „ქართული ოცნების“ გასვლით ღონისძიებაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ ეხმიანება.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე გორში

„ბიძინას გამოსვლაში მთავარი ის არ არის, რომ მან ბოდიშის მოხდაზე ისაუბრა.

მთავარია, რომ 2008 წლის ომში (ცხინვალის ცეცხლის ალში გახვევა), ანუ სამხედრო დანაშაულში ცალსახად დაადანაშაულა საქართველოს ხელისუფლება (არა ნაც.მოძრაობა), რომელიც გარედან (არა რუსეთიდან) მიღებული დავალებით მოქმედებდა.

შესაბამისად, იგულისხმება რომ რუსეთი იძულებული გახდა დაეცვა ოსი ხალხი გენოციდისგან, რომელიც ინიცირებული იყო დასავლეთიდან და მისი აღსრულება ხდებოდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. აქვე დაპირდა ყველას, რომ ამისთვის გაასამართლებს ნაც. მოძრაობას, ანუ იმდროინდელ ხელისუფლებას.

ყველას უნდა ესმოდეს, რომ ამ ტიპის დანაშაულის ტვირთი გადადის არა რომელიმე პარტიაზე, არამედ სახელმწიფოზე, რომელსაც იმ ეტაპზე წარმოადგენს ამა თუ იმ პარტიით დაკომპლექტებული ხელისუფლება.

ეს არის სცენარი, რომელიც არა თუ მთლიანად „ათეთრებს” რუსეთის ქმედებებს, არამედ წარმოადგენს მათ ნამდვილ მშვიდობისმყოფელებად, რომლებმაც დაიცვეს ოსი ხალხი გენოციდისგან.

ეს არის ზუსტად ის, რასაც ამტკიცებს რუსეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება 2008 წლის შემდეგ და რასაც სრული მოცულობით დაეთანხმა საქართველოს ხელისუფლება.

შესაბამისად, ჩვენ 2008 წლის აგვისტოში კი არ დავმარცხდით, დავმარცხდით 2024 წლის 14 სექტემბერს თავისი დამანგრეველი შედეგებით“, – წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

„ბიძინას გამოსვლის შემდეგ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას“ თავისუფლად შეუძლია, საქართველოს მრავალ მილიარდიანი კომპენსაცია მოსთხოვოს მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად“ – გია ხუხაშვილი

ბიძინას გამოსვლაში მთავარი ის არ არის, რომ მან ბოდიშის მოხდაზე ისაუბრა. მთავარია, რომ 2008 წლის ომში (ცხინვალის ცეცხლის…

Posted by Gia Khukhashvili on კვირა, 15 სექტემბერი, 2024

ცნობისათვის, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში, რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები