ბოდიში მოსახლეობას, რომ ყოველდღე პატიმარ სააკაშვილზე გვიწევს საუბარი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ამ არჩევნების შემდეგ, ის და მისი გუნდი ექსპრეზიდენტზე კომენტარს აღარ გააკეთებს.
“არჩევნების შემდეგ გუნდის წევრებს მინდა ვთხოვო, აღარ გავაკეთებთ სააკაშვილზე კომენტარს.
ეს არის ჩვეულებრივი სიმულანტი, პროფესიონალი აფერისტი კაცი, უნდა რომ ყველამ მის დიეტაზე და შიმშილობაზე ვილაპარაკოთ, დავამთავროთ ეს არჩევნები და გადავიდეთ საქმის კეთებაზე”,- განაცხადა ღარიბაშვილმა.