LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს არის სრულიად ალოგიკური საგზაო მონიშვნა, რომელიც მოძრაობის მონაწილეებს უქმნის საფრთხეს” – დავით მესხიშვილი

47395391_2088834434508375_4517456330033725440_n

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი სოციალურ ქსელში, თბილისში, ახალ საგზაო მონიშვნებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ისინი მძღოლებს მოძრაობას ურთულებს.

მაგალითად მას სასტუმრო “ჰოლიდეი ინ”-ის უკან დახაზული მონაკვეთი მოჰყავს და ამბობს, რომ აქ დარღვევის გარეშე გავლა პრაქტიკულად წარმოუდგენელია.

“მოკლედ, საგზაო მონიშვნას აქვს საერთაშორისოდ აღიარებული ერთი მეტად მარტივი პრინციპი, ის მძღოლებს უნდა უმარტივებდეს მოძრაობას და ხდიდეს ამ მოძრაობას უსაფრთხოს. მეტი სხვა დანიშნულება მას არ აქვს!

ეს ახლახანს დახაზული მონაკვეთია, სასტუმრო “ჰოლიდეი ინ”-ის უკან, იქ სადაც “დანიური სახლია”. ეს ქუჩა უერთდება პეკინს კოსტავას მიმართულებით. არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება საგზაო მონიშვნა, რომელიც მოძრაობას ბოლოში ჰყოფს ყვავილივით სამ ზოლად, თუმცა ამას ორნახევარი ზოლი უფრო ქვია ვიდრე სამი. იმ ნახევარზოლში რა უნდა ჩაეტიოს? გაუგებარია ავტობუსის მწვანე შუქნიშანი მაშინ როცა, იმავდროულად იგივე ზოლში (მარჯვენა) სხვა მსუბუქი ავტომობილისთვის წითელია. ახლა დავაკვირდეთ ნახაზს და წარმოვიდგინოთ რომ მივდივართ მარჯვენა ზოლში, მივადექით სდექ ხაზს და გავჩერდით წითელზე, ამ დროს აინთო მწვანე ავტობუსებისთვის, ოღონდ ჩვენთვის ისევ წითელია. ვერ ვატარებთ ავტობუსს, ვერ ვიცვლით ზოლს რომ გავატაროთ ის. ან ბოლობოლო ჩამოყალიბდით ვისი ზოლია!

მერე თქვე კაი ხალხო ამხელა ველობილიკი რო დაეცით ამ მონაკვეთზე, აშკარად ავტობუსის ზოლი უფროა საჭირო. ეს არის სრულიად ალოგიკური საგზაო მონიშვნა, რომელიც მოძრაობის მონაწილეებს უქმნის საფრთხეს. აქ დარღვევის გარეშე გავლა თითქმის შეუძლებელია. ვიღაცის უცოდინრობის და არაპროფესიონალიზმის გამო უსინდისობა იქნება აქ მძღოლების დაჯარიმება,” – წერს დავით მესხიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g