LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არის უმაღლეს კლასის, ქართველი, ინტელექტუალი ქალბატონი – ძალიან სასიამოვნო იყო ასეთი ადამიანის გაცნობა: მიხეილ სააკაშვილი ნანა გეგეჭკორზე

174
სააკაშვილი გეგჭკორი

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მისი და ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმის ნანა გეგეჭკორის შეხვედრის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს. როგორც სააკაშვილი წერს, ქალბატონი ნანა საქართველოში მცხოვრებ, რამდენიმე ათას ადამიანს დაეხმარა კოვიდთან გამკლავებაში.

მისივე თქმით, ის არის უმაღლესი კლასის, ქართველი, ინტელექტუალი ქალბატონი, რომელთან ერთადაც საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა

სააკაშვილი, წერს, რომ საქართველოს გადასარჩენად მსოფლიოში მცხოვრები ყველა პატრიოტი ქართველი უნდა გაერთიანდეს.

„გუშინ ამერიკაში შევხვდი ნანა გეგეჭკორს და მთელი გულით, დიდი მადლობა ვუთხარი იმისათვის, რომ საქართველოში მცხოვრებ, რამდენიმე ათას ადამიანს დაეხმარა კოვიდთან გამკლავებაში.

დღე და ღამე იჯდა ყურმილთან, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ორჯერ გადაიტანა ეს დაავადება, მათ შორის მძიმე ფორმით და აძლევდა ხალხს იმედს, სწორ რჩევებს – თვითონ ამერიკაში ძალიან ბევრ ქართველს დაეხმარა თავის კლინიკაში.

ეს არის უმაღლეს კლასის, ქართველი, ინტელექტუალი ქალბატონი – ძალიან სასიამოვნო იყო ასეთი ადამიანის გაცნობა და დანახვა იმისა, თუ რა ნიჭიერი ქართველები არსებობენ მსოფლიოში.

დარწმუნებული ვარ, მას აქვს უზარმაზარი პოტენციალი მომავალი საქართველოსთვის.

რა თქმა უნდა, გუშინ ვისხედით და განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენები.

ის არის ძალიან აღელვებული და შეშფოთებული ისევე, როგორც ყველა, საღად მოაზროვნე ქართველი.

ნანა გეგეჭკორი არის ნამდვილი გამონათება ჩემთვის პირადად და დიდი აღმოჩენა, ჩვენ ისევ უნდა შევაგროვოთ მთელს მსოფლიოში საუკეთესო ქართველები და მაქსიმალურად მოვიზიდოთ საქართველოში.

იმიტომ, რომ რა წარმატებასაც არ უნდა მიაღწიოს ადამიანმა, იგივე ნიუ-იორკში – სამშობლო, მაინც ერთია და მას დახმარება სჭირდება.

მსოფლიოში მცხოვრები ყველა პატრიოტი ქართველი უნდა გაერთიანდეს ახლა, საქართველოს გადასარჩენად – ნანა მზად არის.

თქვენ ?“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g