LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არის წლების განმავლობაში არასწორი განაშენიანების შედეგი – კახი კალაძე

232
62229698-2777733555576560-8407399478352412672-o

„სასმელი წყალი, რომლითაც დედაქალაქი მარადგება, არის სუფთა და აკმაყოფილებს ყველა იმ ნორმას, რომელიც სტანდარტებით არის გათვალისწინებული“, – ამის შესახებ კახი კალაძემ დღეს გამართულ სხდომაზე ისაუბრა.  თუმცა აქვე აღნიშნა, რომ თბილისის ზღვაში, არის კონკრეტული ადგილები, სადაც ხდება ფეკალიების ჩადინება პირდაპირი დაერთების საშუალებით. სანიაღვრე ქსელის კონტროლი და აღნიშნულ პრობლემაზე მუშაობა კალაძის განმარტებით ვიცე მერს ქონდა დავალებული, რომელმაც თავის მხრივ სხდომაზე შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიში წადგინა.

ირაკლი ხმალაძის განმარტებით, რამდენიმე დღის წინ დაიწყო საველე სამუშაოები და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოვლენილი კონკრეტული შემთხვევა უკვე მოგვარებულია. ამავე დროს შექმნილია ერთობლივი ინსპექტირების ჯგუფი, რომელიც საკითხზე აქტიურად იმუშავებს.

„ეს არის წლების განმავლობაში დედაქალაქში არასწორი განაშენიანების შედეგი. არანაირი პროექტები, თუ როგორ უნდა მოწესრიგებულიყო საკანალიზაციო ქსელი, სანიაღვრე სისტემა, არ არსებობდა და ერთმანეთში იყო არეული.  ჩვენ ბევრი მუშაობა მოგვიწევს ყველას“, – აღნიშნა კახი კალაძემ.

ქალაქის განაშენიანების რეგულირების ფარგლებში, დედაქალაქის მერმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

„სავალდებულო გავხადეთ ნარჩენების კონტეინერებისთვის ადგილების გამოყოფა. განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავება, როდესაც ხდებოდა, არ იყო გათვალისწინებული, თუ სად და როგორ უნდა განთავსებულიყო ნარჩენების ურნები, ეს გარკვეულ პრობლემებს წარმოადგენდა. იმიტომ, რომ შემდეგ, როდესაც პროექტი დამთავრდებოდა „თბილსერვის ჯგუფს“ უწევდა ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია. ეს მთლად დადებითი კომუნიკაცია არ იყო, ხშირად იყო ჩხუბი, სად უნდა განთავსებულიყო ნაგვის ურნები, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს ნარჩენები სადმე ხომ უნდა გადაეყარათ?! ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ როდესაც მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა, პროექტშივე აისახოს ეს ყველაფერი, სად უნდა განთავსდეს და როგორი უნდა იყოს ეს პროექტი“, – განაცხადა კახი კალაძემ.