ნევროლოგი, ნინო გზირიშვილი პოდკასტში, „ჩერის სივრცე“ ძილის დარღვევების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ხვრინვა და აპნოე ეს არის მდგომარეობა, რომელიც სერიოზულ რისკს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას:
„ეს არის ყველაზე საშიში მდგომარეობა, საზოგადოებას სასაცილოდ არ ყოფნის როდესაც ხვრინვასა და სუნთქვის შეკავების ეპიზოდებზე ვსაუბრობთ. აპნოების დროს ხდება ტვინის აქტიური მუშაობა იმაზე კი არა, რისთვისაც ღამით უნდა ჰორმონალური მექანიზმი, აღდგენა და ეს პროცესები, არამედ გადართულია ტვინი, რომ ჟანგბადი როგორმე ნორმალურად მიიღოს, თავის ტვინი გადარჩენის რეჟიმშია, აქტიურად ამუშავებს გულს, სატურაცია ამ დროს მკვეთრად ვარდება, გულის კუნთი აქტიურად მუშაობს და რისკი – ეს არის პრედიაბეტის, ინსულტის, რისკი გულის ინფარქტის, მაღალი არტერიული წნევების“, – ამბობს ექიმი.
