სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობა მოიპოვა ახალი თაობის მომღერლების – ნიკოლოზ ხარატის და ბარბარე მახათაძის საოცარმა დუეტმა. ბავშვებმა ცნობილი სიმღერა პიანინოს აკომპანიმენტთან ერთად არტისტულად შეასრულეს. მათ ინტერნეტსივრცეში უამრავი დადებითი გამოხმაურება მიიღეს.
„ეს ბავშვები საქართველოს განძია!“, „რა მაგარი ხმა აქვს!“, „რა კარგად უკრავს!“, „ღმერთო, რა საოცარი ბავშვები არიან“, – წერენ კომენტარებში.
