LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს ბეისბოლის ბურთის ზომის ქართული კერძია” – The New York Times ხინკალზე

274
new york

The New York Times-მა საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი ხინკლის შესახებ და ის შემდეგნაირად აღწერა:

„ეს ბეისბოლის ბურთის ზომის ქართული კერძია, რომლის ცომშიც მოთავსებულია ძროხისა და ღორის ხორცის, ასევე ნივრის, ხახვის, ქართული წითელი წიწაკისა და ქინძის ნაზავი. ამ ნაზავს ხინკალი ქვია”.

ამ აღწერის გარდა, გამოცემა განმარტავს, რომ ეს ფოტო ბრუკლინში მდებარე ქართულ რესტორანშია გადაღებული და მისი მეპატრონის წარმატებაც, სწორედ ხინკალზეა დამოკიდებული.

“ეს ბრუკლინში მდებარე რესტორანი „ფიროსმანის“ ერთერთი საუკეთესო კერძია. რესტორანი მანუჩარ კაჭახიძეს ეკუთვნის, რომელიც ამბობს, რომ რესტორნიდან გასვლამდე სულ მცირე 3-4 ადამიანი სინჯავს ამ კერძს.

მისი ბიზნესი ხინკალზეა დამოკიდებული,“ – ვკითხულობთ აღწერაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g