ქარერელმა ტაქსის მძღოლმა, ხანდაზმულთა სახლის მოხუცები პროდუქტით მოამარაგა.
ინფორმაციას “სახლი საზღვრებს გარეშე” ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტარიელ სულაშვილმა ხანდაზმულთა სახლის არსებობის შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც ადგილზე მგზავრი მიიყვანა.
მეორე დღეს კი, მოხუცების გახარება გადაწყვიტა.
“ეს ბიჭი ქარელიდანაა 4 შვილის მამა, ტარიელ სულაშვილი (ტაქსის მძღოლი). გუშინ მგზავრი მოიყვანა ჩვენთან, ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლში, და ერთი ეს კი თქვა, არ ვიცოდი ამ თავშესაფრის არსებობის შესახებო.
დღეს კი დაუტვირთია თავისი ტაქსი ნობათით და მომადგა ხურვალეთში.” – წერს სოციალურ ქსელში, “სახლი საზღვრებს გარეშე” წარმომადგენელი.