ანჯელინა ჯოლიმ New York Times-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც შვილებზე ისაუბრა. ჯოლის თქმით, მისი ერთ-ერთი ვაჟი ნიუ-იორკში, ცალკე იმ ბინაში ცხოვრობს, რომელიც მან თავისთვის ჯერ კიდევ 20 წლის ასაკში შეიძინა. თუ რომელ შვილზეა საუბარი, მსახიობმა არ დააკონკრეტა, თუმცა, სავარაუდოდ ის ერთ-ერთ ნაშვილებ შვილზე, მედოქსზე საუბრობს.
„ბინა ერთგვარ „ღამის თავშესაფრად“ იქცა ჩემი შვილებისთვის. როდესაც ერთხელ ვუთხარი, რომ ვაპირებდი მისვლას, მთხოვა, ერთი დღე მომეცადა და მიმეცა დრო იქაურობა მოეწესრიგებინა“, – იხსენებს 6 შვილის დედა ღიმილით.
ცნობისთვის, ანჯელინა ჯოლის 6 შვილი ჰყავს. აქედან სამი, ზაჰარა, მედოქსი და პაქსი ნაშვილები არიან, შაილო, ვივიენი და ნოქსი კი მისი და ბრეტ პიტის ბიოლოგიური შვილები.
ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ვაჟი კვლავ ავარიაში მოჰყვა – უახლესი ფოტოები ინციდენტის ადგილიდან
მოსალოდნელი ტრიუმფი და უნიკალური სილამაზე – ანჯელინა ჯოლი Variety-ის ახალ ნომერში
