LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ბრძოლა უკვე გამარჯვებაა, პუტინმა მიიღო პასუხი – სალომე ზურაბიშვილი „ყირიმის პლატფორმის“ სამიტზე

109
სალომე

“ეს ბრძოლა უკვე არის გამარჯვება. პუტინმა მიიღო საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე ერთიანობა და ძლიერი პასუხი, ამას პუტინი ვერ იწინასწარმეტყველებდა” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ყირიმის პლატფორმის“ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ოლაფ შოლცი: მხარს დავუჭერთ უკრაინას ფინანსურად, გავაგრძელებთ იარაღის მიწოდებას

მისი თქმით, პუტინმა მიიღო ისეთი პასუხი, რომელიც 2014 წელს ყირიმის ანექსიისა და 2008 წელს არ მიუღია.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ რუსეთის აგრესია უკრაინაში არ დაწყებულა გასულ თებერვალს და ყირიმი იყო საწყისი გამოწვევა.

„ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, დავდგეთ ერთად იმ ღირებულებების დასაცავად, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს. ვამაყობ, რომ ყირიმის პლატფორმას ვუერთდები საქართველოს სახელით და კიდევ ერთხელ გამოვხატო მხარდაჭერა თქვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, დეოკუპაციის სტრატეგიის მიმართ.

ყირიმი უკრაინაა, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ რუსეთის აგრესია უკრაინაში არ დაწყებულა გასულ თებერვალს და ყირიმი იყო საწყისი გამოწვევა.

ზელენსკი: „ყირიმი უკრაინას ელოდება, ოკუპაცია ყირიმში დაიწყო და ყირიმში დასრულდება“

საქართველოსთვის ურკაინაში მიმდინარე პროცესები კარგად ნაცნობია, კრემლის აგრესია მისი მშვიდობიანი მეზობლების წინააღმდეგ ნიმუშია იმისა, რომ საქართველო გამოიყენეს ექსპერიმენტად 21 წელს, 1992 წელს , 2008 წელს . ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რას ნიშნავს, როცა იტაცებენ შენს ტერიტორიას და ახდენენ მის ოკუპაციას. მინდა ქართველი ხალხის სახელით გამოვხატო ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა თქვენი ბრძოლის მიმართ და ვიმედოვნებთ რომ ეს ბრძოლა თქვენი გამარჯვებით დასრულდება“. – თქვა ზურაბიშვილმა და აღნიშნა:

„ჩემთვის დიდი პატივია, ამ სამიტზე წარმოვადგინო საქართველო და ქართველი ხალხი. მნიშვნელოვანია ერთად დგომა იმ ღირებულებების დასაცავად, რაც გვაერთიანებს და რომელიც, დარწმუნებული ვარ, განსაზღვრავს ჩვენს საერთო მომავალს.

მინდა დავადასტურო ჩვენი მხარდაჭერა თქვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, თქვენი დეოკუპაციის სტრატეგიის მიმართ. ყირიმი უკრაინაა.

ხვალ უკრაინა ზეიმობს დამოუკიდებლობის დღეს და ასევე აღნიშნავს რუსეთის აგრესიასთან დაპირისპირების 6 თვეს. ყველამ ვიცით, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია თებერვალში არ დაწყებულა და თავდაპირველი გამოწვევა სწორედ ყირიმი იყო. უნდა გვახსოვდეს, რომ მშვიდობისა და უსაფრთხოების პასუხგაუცემელი გამოწვევები, რომელიმე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პასუხგაუცემელი აგრესია მეტ არასტაბილურობას იწვევს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g