ამერიკელი მსახიობი და მომღერალი დემი ლოვატო საკუთარ დაუმუშავებელ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს რომ სხეულზე ცელულიტი აქვს.
პოპ მომღერალის თქმით, ეს მისი ყველაზე დიდი “შიში” იყო.
დემი ლოვატო წერს, რომ დაიღალა, იმის რომ რცხვენოდეს საკუთარი სხეულის. ის აღიარებს, რომ ძველი სურათები დამუშავებული და “გაწმენდილი” ჰქონდა.
“მინდა რომ ჩემი ცხოვრების ეს ახალი ეტაპი, იყოს აუთენტური იმასთან, რაც ვარ. ნაცვლად იმისა, რომ ვიღაცის სტანდარტებში ჩაჯდომა ვცადო. ასე რომ აქ ვარ, არ მრცხვენია და ვამაყობ ტანით, რომელიც მაოცებს და იმედი მაქვს ერთ დღესაც შვილს გავაჩენ,” – წერს დემი ლოვატო.