LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ჩემი ბოლო ახალი წელია ტელევიზიაში, სახეს ლეილა აბაშიძის მიერ ნაჩუქარი ვუალი მიფარავს და ჯერ არ ვიცი, რომ გაივლის ორი თვე და სამუდამოდ დავემშვიდობები პროფესიას, ასე რომ მიყვარს“ – მაია ასათიანის კადრი არქივიდან

255
მაია ასათიანი

ტელეჟურნალისტი მაია ასათიანი „ინსტაგრამში“ საკუთარი ფოტოარქივიდან ერთ-ერთ კადრს აქვეყნებს და აღნიშნული ფოტოს ისტორიას ჰყვება.

როგორც მაია ასათიანი წერს, ფოტო ტელევიზიაში, საახალწლო გადაცემის ჩაწერის დროს არის გადაღებული – აღნიშნულ კადრში მას მსახიობ ლეილა აბაშიძის მიერ ნაჩუქარი ვუალი უფარავს სახეს.

ვიდეო: მაია ასათიანი: „უსამართლობის განცდა მქონდა… ვისაც ცხოვრება შევუცვალე, არავის მოვუკითხივარ…„პროფილმა“ უამრავ ადამიანს შეუცვალა ცხოვრება, აჩუქა ბინები, აპოვნინა ერთმანეთი…“

„ეს ჩემი ბოლო ახალი წელია ტელევიზიაში. სახეს ლეილა აბაშიძის ნაქონი და მერე ჩემთვის ნაჩუქარი ვუალი მიფარავს და ჯერ არ ვიცი, რომ გაივლის ორი თვე და მეც მის ბედს გავიზიარებ, სამუდამოდ დავემშვიდობები პროფესიას, ასე რომ მიყვარს… მაგრამ საახალწლო ზღაპარი ისევ იქნება… ისევ ყველასგან განსხვავებული და კეთილ, უკვე M110-ში“, – წერს მაია ასათიანი „ინსტაგრამში“ განთავსებული ფოტოს აღწერაში.

„16 წლის ვიყავი,როცა ჩემზე პირველი რეპორტაჟი გააკეთეს, როგორც ნიჭიერ ბავშვზე, რომელსაც ამ ასაკში გადაცემა პირდაპირ ეთერში მიჰყავდა… დღეს ის საოცარი განცდა, განმიმეორდა, ისევ დავფრინავ“ – მაია ასათიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g