LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ჩემი გვანცაა…მხიარული, ერთგული, უღალატო, ძლიერი..ჩემი და შენი კლასელების დიდი ტკივილი იქნები მუდამ“ – რას წერს შოვში დაღუპული გვანცა ბუბაშვილის მასწავლებელი

641
fot (2)

შოვში ტრაგიკულად დაღუპულ გვანცა ბუბაშვილს ახლობლები ემშვიდობებიან.

სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს გვანცას მასწავლებელი, ლიკა ჭუმბურიძე და წერს:

„4 წელი ხელჩაკიდებულებმა ვიარეთ❤მომდევნო 8 წელი გულშიჩახუტებულმა გატარე❤ახლა სად გაგიშვა, როგორ????

ეს ჩემი გვანცაა…მხიარული, ერთგული, უღალატო, ძლიერი….❤

ჩემი და შენი კლასელების დიდი ტკივილი იქნები მუდამ ❤

შენი ხმა, სიცილი, გამოხედვა, ეშმაკუნა თვალები მუდამ ჩემს გობენაში იქნება..

შეგხვდები, როცა უფალი ინებებს“ – წერს ლიკა ჭუმბურიძე და გვანცას ფოტოებს გვიზიარებს.

 

„ვუსამძიმრებ ტკივილიან საქართველოს.. ის მოხდა, რისიც ასე მეშინოდა თავიდანვე.. გვანცა, მამიდა, მონატრებულ მამას ჩაეხუტები“ – შოვში, სტიქიის შედეგად გვანცა ბუბაშვილის გარდაცვალება დადასტურდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები