ლიზი დარასელია 20 ივლისს იუბილარი იყო, მომღერალი 23 წლის გახდა. საბა ბალაძემ ლიზის ულამაზესი წითელი თაიგული აჩუქა, შემდეგ კი ყველას თვალწინ ხელი სთხოვა.
„ეს ჩემი „კი“ არის ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხი ჩემს ცხოვრებაში. ყველა ზღაპარს აქვს თავისი დასაწყისი. ჩვენი ზღაპარი ამ წამიდან იწყება“, – წერს ლიზი და იმ ბეჭდის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც მან საყვარელმა ადამიანმა აჩუქა.
ლიზი სოციალურ ქსელში უამრავ თბილ კომენტარს და მილოცვას იღებს.