LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ჩემი ოცნებაა და მგონია, 50 წლის რომ გავხდები, მე ვიქნები წყალტუბოს მერი… მინდა დავაარსო მენტალური პრობლემების მქონე ადამიანებისთვის დასასვენებელი პანსიონი, სადაც აიკრძალება ინტერნეტი“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

254
ნანუკა ჟორჟოლიანი

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი „ტვ პირველის“ გადაცემას „პირველი სტუდია“ სტუმრობდა, სადაც გაიხსენა ის ამბები, რომლებმაც მისი ცხოვრება შეცვალა.

გარდა ამისა, როგორც ნანუკა ჟორჟოლიანმა აღნიშნა, მისი ოცნებაა, წყალტუბოს მერი გახდეს და ამ ქალაქში დასასვენებელი პანსიონი დააარსოს.

„არსად სხვაგან ცხოვრება არ მინდა, სადაც არ უნდა ვიყო, ამ ქვეყანაში მინდა ცხოვრება. ჩემი სამშობლოს სიყვარული წყალტუბოდან იწყება.

ჩემთვის წყალტუბო არ არის მხოლოდ ის ერთი ქუჩა, სადაც გავიზარდე, რაღაც უფრო მეტია…

ჩემს თავს პოლიტიკაში აღარ წარმოვიდგენ, ერთხელ ვიყავი ამ [პროცესში] და ეს ჩემთვის საუკეთესო გამოცდილება იყო…

ჩემი ოცნებაა და მგონია, 50 წლის რომ გავხდები, მე ვიქნები წყალტუბოს მერი, მაგრამ სანამ მერი გავხდები, მინდა წყალტუბოში მენტალური პრობლემების მქონე ადამიანებისთვის დასასვენებელი პანსიონი გავაკეთო, სადაც იქნებიან კვალიფიციური ფსიქიატრები, ფსიქოლოგები, აიკრძალება ინტერნეტი, დამსვენებელს სამი კვირა ტელეფონი არ ექნება, მოკლედ, ეს დასასვენებელი პანსიონი მექნება და თან ვიქნები წყალტუბოს მერი…“

პირველი სტუდია

⭕𝕃𝕀𝕍𝔼 📌 ეკა ჩხეიძის ''პირველი სტუდია''

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on კვირა, 09 ივნისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები