„ნაციონალური მოძრაობის მთავარი პრობლემა და შეცდომების მთავარი მიზეზი ყოველთვის იყო ის, რომ გადაწყვეტილებები არასდროს მიიღებოდა პარტიაში“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე „ფეისბუკის“ პირად გვერდზე წერს.
მისივე თქმით, ეს პარტიის მიმართ მისი პირველი საჯარო კრიტიკული შენიშვნაა.
„ეს მოდელი არც დღეს შეცვლილა. ამ მოდელმა რაღაც დრომდე ასე თუ ისე თუ იმუშავა, დღეს შეიძლება ნაციონალური მოძრაობისთვის დამანგრეველი გახდეს.
ეს ჩემი პირველი საჯარო კრიტიკული შენიშვნაა ამ პარტიის მიმართ, რაც წამოვედი“, – წერს რომან გოცირიძე.
რომან გოცირიძემ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების გადაწყვეტილება 17 თებერვალს მიიღო. პირად ფეისბუკგვერდზე გავრცელებულ პოსტში რომან გოცირიძე აღნიშნავდა, რომ პარტიის ფარგლებში პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობები ამოწურა.
რომან გოცირიძე „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლის მიზეზებზე საუბრობს