LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ჩემთვის უსაყვარლესი პროცესია“ – 61 წლის დემი მური შთამბეჭდავ ფოტო/ვიდეო მასალას გვიზიარებს

152
page

წლევანდელმა „მეთ გალამ“ ტრიუმფით ჩაიარა. მოდის ინდუსტრიაში ყველაზე მასშტაბური და და მნიშვნელოვანი მოვლენიდან უამრავი შთმაბეჭდავი ფოტო მასალა დაგროვდა.

2024 Met Gala: ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე

წლევანდელი გამოფენა ისტორიულად ღირებულ, ხელშეუხებელ სამოსს აერთიანებდა. ვარსკვლავებს ახლებურად უნდა წარმოეჩინათ პატივი მიეგოთ მივიწყებული ნამუშევრებისთვის.

ეს შესანიშნავად მოახერხა 61 წლის მსახიობმა, დემი მურმა, რომელსაც წითელ ხალიჩაზე გედით შთაგონებული ულამაზესი კოსტიუმი ამშვენებდა. ახლახან, ვარსკვლავმა „ინსტაგრამზე“ „მეთ გალასთვის“ სამზადისის შთამბეჭდავი ფოტო/ვიდეო მასალა გაავრცელა.

„კაბის მოზომება, ეს ჩემთვის უსაყვარლესი პროცესია, დიდი მადლობა ყველას, განსაკუთრებით ანა ვენტურს, რომელმაც ბუნების, ისტორიისა და მოდის ელემენტების ერთმანეთთან შერწყმის საშუალება მოგვცა“, – წერს მური.

2024 Met Gala: ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე

„ნუთუ ეს ქალი ბებიაა…“ – 61 წლის დემი მური გამაოგნებელ ვიდეოს ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები