LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ჩვენს ისტორიაზე თავდასხმაა, პუტინის მიმართვა ზიზღით იყო სავსე – გიორგი კანდელაკი

223
გიორგი

საქართველოს ისტორიის პუტინისეულ ვერსიას ხელისუფლების ნაწილმა ფაქტების ფუნდამენტურად არასწორი ინტერპრეტაცია უწოდა, ისტორიკოსებმა კი – აბსურდი და ტყუილი. 

პუტინს ეს არ მოუგონია... პუტინის სიტყვები აბსურდია, ეს არსად არავის დაუწერია- ისტორიკოსების განსხვავებული პოზიციები

რუსული ვიკიპედია რომ გახსნათ იმას ნახავთ, რაც პუტინმა თქვა. საკუთარ ბაზარს და ნაჭუჭს ვერ გავცდით ქართველები.

რაც შეეხება ოპოზიციას, “ფორტუნას” “დღის თემაში” “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ ეს ჩვენს ისტორიასა და ღირსებაზე თავდასხმა იყო.

გიორგი კანდელაკი: “პუტინის ეს განცხადება წინასწარ მომზადებული იყო. რას გვეუბნება რუსეთის პრეზიდენტის განცხადებები? ეს რეალურად იყო ჩვენს ისტორიასა და ეროვნულ ღირსებაზე თავდასხმა. ამან შეგვახსენა, რა სახიფათო და უპასუხისმგებლოა, როცა პოლიტიკოსები საკუთარ ქვეყანას აბრალებენ რუსეთთან ცუდ ურთიერთობას. მინდა გითხრათ, რომ პუტინის მიმართვა საქართველოს მიმართ ზიზღით სავსე იყო, მაგრამ ეს არაა პრობლემა. აქ პრობლემა ისაა, რა პასუხი გასცა ამას მთავრობამ. ხელისუფლების პასუხი იყო სადღეგრძელოს სტილში ლუღლუღი”.  

მამუკა ბახტაძემ საქართველოს ისტორიაზე პუტინის ტყუილებს, ფაქტების არასწორი ინტერპრეტაცია უწოდა

დადგება დღე, როდესაც ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ავაშენებთ ერთიან, ძლიერ ქვეყანას

გიორგი კანდელაკი განმარტავს, რომ საჭირო იყო პუტინის მიმართ პუნქტობრივი პასუხის გაცემა, რაც მისი თქმით, ხელისუფლებმა არ გააკეთა.

magti 5g