გასულ ღამეს, თბილისში დატრიალებულ ტრაგედიაზე, რა დროსაც მე-7 სართულიდან არასრულწლოვანი გადმოვარდა და გარდაიცვალა, თბილისის N205-ე საბავშვო ბაგა-ბაღი სამძიმრის წერილს ავრცელებს.
თბილისში, გლდანში, მე-7 სართულიდან 4 წლამდე ბიჭი გადმოვარდა.
„გლდანის მე-7 მიკრო-რაიონში გუშინ საღამოს, უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა 205-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელი – სანდრო ბერიძე. ეს მოუშუშებელი ტკივილი იქნება მუდამ ჩვენთვის. ვუსამძიმრებთ ოჯახს“, – წერია ბაღის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
შეგახსენებთ, არსებული ინფორმაციით, 4 წლამდე ბიჭი აივნიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.
გლდანის მე-7 მიკრო-რაიონში გუშინ საღამოს, უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა 205-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელი-სანდრო ბერიძე.ეს მოუშუშებელი ტკივილი იქნება მუდამ ჩვენთვის.ვუსამძიმრებთ ოჯახს.
Posted by თბილისის N205-ე საბავშვო ბაგა-ბაღი on ოთხშაბათი, 22 ოქტომბერი, 2025