LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს დაახლოებით ისეთი ბრალდებაა, ივერი მელაშვილი იმის გამო დაეკავებინათ, რომ ხელს უშლიდა საქართველოს მარსის ათვისებაში“ – ექსპერტი გია ჯაფარიძე

150
Untitled-2221

ექსპერტი გია ჯაფარიძე  საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საქმეს აბსურდულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დასაკავებლად სამართებრივი საფუძველი არ არსებობს.

ჯაფარიძე ცენტრის უფროსი მკვლევარი საქმის პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს.

„ეს ადამიანები არიან დაკავებულები არარსებულ ფაქტზე. საზღვრები არ არის დადგენილი, ამ კომისიამ უნდა უთხრას სამინისტროს, სამინისტრომ უნდა უთხრას პრემიერ-მინისტრს, პრემიერ მინისტრმა უნდა მოაწეროს ხელი მეორე ქვეყნის პრემიერ მინისტრთან, მარტო ერთი ქვეყნის თანხმობა არ არის საკმარისი. შემდეგ დოკუმენტის რატიფიცირება პარლამენტმა, ძალიან მაღალი უმრავლესობით უნდა მოახდინოს.

ეს ყველაფერი არ მომხდარა, აბა რა მიწები გაყიდა ივერი მელაშვილმა?“, განაცხადა გია ჯაფარიძემ რადიო “ფორტუნას” ეთერში, გადაცემა „რეალურ დროში.“

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები