დუეტ „ლეონის“ წევრი, ნინი კენჭიაშვილი იუბილარია.
იუბილარი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ დღევანდელი დღე მისთვის განსაკუთრებულია.
დუეტ „ლეონის“ ცოლქმრული წყვილი, ლევან წვერავა და მისი მეუღლე, ნინი კენჭიაშვილი, შვილს ელოდებიან. ისინი რამდენიმე თვეში მეორე ბიჭის მშობლები გახდებიან.
„დღეს ხომ ჩემი დაბადების დღეა და თან განსაკუთრებულია. მიყვარს ჩემი დაბადების დღე , მაგრამ წელს სხვანაირად მიყვარს, ეს არის უდიდესი საჩუქარი, რაც უფალს შეუძლია ადამიანს აჩუქოს. მადლობა უფალს ყოველი განვლილი დღის, ყველა განსაცდელის, მოთმინებისა და ძალისთვის, რამაც აქამდე მომიყვანა. მადლობა იმ სიყვარულისთვის, რომელიც დღეს ჩემს გულშია და იმ იმედისთვის, რომელიც ხვალინდელი დღის ძალას მაძლევს. ეს დაბადების დღე სავსეა მადლიერებით, რწმენით და უდიდესი ბედნიერებით. მე და ჩემი პატარა ერთად ვხვდებით ამ დღეს. თქვენი სიყვარული, ყურადღება და კეთილი სურვილები ჩემთვის უდიდესი ძალაა.მადლობა, რომ ჩემთან ერთად ხართ ამ ბედნიერების გზაზე მიყვარხართ თითოეული თქვენთაგანი თქვენი ნინი“, – ნინი კენჭიაშვილი სოციალურ ქსელში.
დღეს ხომ ჩემი დაბადების დღეააააა✨🥳🎈და თან განსაკუთრებულია🐣🤰მიყვარს ჩემი დაბადების დღე ,მაგრამ წელს სხვანაირად…
Posted by Dueti LeoNiii • დუეტი ლეონიი on პარასკევი, 23 იანვარი, 2026
