შოვის ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა. 2023 წლის 3 აგვისტოს მომხდარ სტიქიას 33 ადამიანი ემსხვერპლა.
შოვის სტიქიიდან გადარჩენილი ანა ჯელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს.
„გადავრჩით… ამ სიტყვებში მთელი სამყაროა.. გადავრჩით მიუხედავად იმისა რაც გადაგხვდა, რაც ვნახეთ და რაც ვიგრძენით.. გადავრჩით ყველა ერთად….
3 აგვისტო აღარ არის უბრალო დღე კალენდარში… ეს დღე არის ხსოვნა…. ეს დღე არის მეორე სიცოცხლე.. ეს დღე ჩვენი მეორედ დაბადებაა“, – წერს ანა ჯელაძე.