LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს დოკუმენტი არის ერთი პარტიის მიერ მიღებული დოკუმენტი – ანა დოლიძე

93

კონსტიტუციის ახალი პროექტზე ვენეციის კომისია დასკვნას დღეს დაამტკიცებს. ვენეციის კომისიის სხდომას საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დაესწრება. ანა დოლიძე ვენეციის კომისიისგან დადებით შეფასებას არ ელოდება.

ანა დოლიძის განცხადებით, სავარაუდოდ, შეფასებაში ხაზი გაესმება  დიალოგის არარსებობას. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი კონსტიტუციის ახალ პროექტს ერთპარტიულს უწოდებს, რომელიც, მისივე თქმით, ქვეყნისთვის ცუდი შედეგის მომტანი იქნება.

„ჩვენ მოვისმენთ კომისიის მოსაზრებებს იმ დოკუმენტზე, რომელიც უკვე მიღებულია სამი მოსმენით, რაც თავისთავად ხაზს უსვამს იმ ნაკლოვან მხარეს, რომელიც კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესს ჰქონდა. ეს მხარე კომისიამ აღნიშნა თავის დასკვნაში და ახლაც დარწმუნებული ვარ, ამას ხაზს გაუსვამს, რომ საბოლოდ არავითარი მცდელობაც კი არ ყოფილა ვინმესთან მოლაპარაკებისა კონსტიტუციის ტექსტთან მიმართებაში, გარდა საკუთარი თავისა. შესაბამისად, ეს დოკუმენტი არის ერთი პარტიის მიერ მიღებული დოკუმენტი, ის ასეთად დარჩება და როდესაც საქმე ეხება ქვეყნის უმაღლეს კანონს, ეს ფაქტი უაღრესად სამწუხარო და არასასიამოვნო შედეგის მომტანია,“ -განაცხადა ანა დოლიძემ.

კონსტიტუციის ახალი პროექტზე ვენეციის კომისია დასკვნას დღეს დაამტკიცებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები