LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ეხება პოტენციურ სანქციებს, სავიზო შეზღუდვებს… აქ სერიოზული პოლიტიკური შედეგებია, არა მხოლოდ რიტორიკა” – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი სანქციებზე

165
მეთიუ მილერი

„საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა მოიაზრებს პოტენციურ სანქციებს, სავიზო შეზღუდვებს” – აღნიშნული განცხადება შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა დააკეთა.

საქართველოზე საუბრისას მილერმა აღნიშნა, რომ მათ საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვა ორი კვირის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონიდან გამომდინარე დააანონსეს.

„დაახლოებით ორი კვირის წინ ჩვენი [საქართველოსთან] ურთიერთობის გადახედვა დავაანონსეთ იმ კანონიდან გამომდინარე, რომელიც საქართველომ მიიღო, და ცოტათი გაბედული ვიქნები, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ აქ სერიოზული პოლიტიკური შედეგებია, არა მხოლოდ რიტორიკა.

ეს ეხება დახმარების რაოდენობას, რომელსაც ჩვენ საქართველოს ვაწვდით, დაახლოებით, 390 მილიონი [აშშ დოლარი], რომელიც ბოლო რამდენიმე წელიწადში გამოიყო და რაც განხილვის ქვეშაა. ეს ეხება პოტენციურ სანქციებს, სავიზო შეზღუდვებს, რომლის პოლიტიკაც ორ კვირაზე ცოტა ხნის წინ გამოვაცხადეთ და რომელსაც ახლა განვიხილავთ – უნდა მივიღოთ თუ არა, და როგორ და როდის უნდა მივიღოთ.

ასე რომ, ჩვენგან მეტს დაინახავთ, ჩვენგან მეტს გაიგებთ ამ კითხვასთან დაკავშირებით, მაგრამ დღეს არა…

სახელმწიფო მდივანი იყო, ვინც ეს [ურთიერთობების] გადახედვა დააანონსა, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს სხვების მიერ ტარდება სახელმწიფო დეპარტამენტში ჩვენს კოლეგებთან კონსულტაციაში, და სახელმწიფო მდივანი გადაწყვეტილებას მიიღებს ამ კოლეგებთან კონსულტაციის შედეგად” – განაცხადა მილერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g