2 აპრილს დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ ყველა სახის ჩინურ საქონელზე დამატებითი 34%-იანი ტარიფები გამოაცხადა, რასაც 4 აპრილს ჩინეთმა ამავე რაოდენობის ტარიფებით უპასუხა. ჩინეთის მიერ საპასუხო ტარიფების გამოცხადებას აშშ-ის პრეზიდენტი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ჩინეთი პანიკაში ჩავარდა“.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს რომ „ეს ეკონომიკური რევოლუციაა და ამერიკა გაიმარჯვებს“. ტრამპი აღნიშნავს, რომ „ჩინეთი უფრო დიდად დაზარალდა, ვიდრე აშშ“.
„სამუშაო ადგილებსა და ბიზნესს უკან ვაბრუნებთ. უკვე ხუთ ტრილიონზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა და ეს კიდევ იზრდება. მტკიცედ დადექით, ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ საბოლოო შედეგი ისტორიული იქნება. ამერიკას კვლავ დიდებულს გავხდით“, – წერს დონალდ ტრამპი.