ბერი ანდრიას დედა თინათინ ჩხვიმიანი სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას ემოციურ ამბავს უზიარებს.
როგორც პოსტიდან ირკვევა, ხვიჩა კვარაცხელიამ მის გულმხურვალე გულშემატკივარს, 14 წლის გიორგი მურვანიძეს სანუკვარი ოცნება აუსრულა და ბერი ანდრიას ფონდში ზურა დავითაშვილთან ერთად ეწვია.
„ჯადოსნური დღე გამოგვივიდა დღეს, გიო მურვანიძეს ყველაზე სანუკვარი ოცნება ავასრულეთ, გულში ჩაიკრეს მისმა ფავორიტმა ვარსკვლავებმა ხვიჩა კვარაცხელიამ და ზუკა დავითაშვილმა ❤️❤️
ჯადოსნური დღე გამოგვივიდა დღეს, გიო მურვანიძე ს ყველაზე სანუკვარი ოცნება ავასრულეთ, გულში ჩაიკრეს მისმა ფავორიტმა…
Posted by თინათინი ბერი ანდრიას დედა on სამშაბათი, 28 მარტი, 2023
ეს ემოცია და სიხარული არასდროს დაავიწყდება გიოს, უდიდესი მოტივაციით გააგრძელებს ბრძოლას და იმედი მაქვს გავიმარჯვებთ!“
გიო ბერი ანდრიას ფონდში 2 წელია ცხოვრობს და უმძიმეს დაავადებას ვაჟკაცურად ებრძვის. გიორგის ხვიჩა კვარაცხელიას გულშემატკივრობის შესახებ ბერი ანდრიას დედამ, თინათინმა გასულ კვირას საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით აცნობა.