LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ერთ-ერთი არასასიამოვნო გართულებაა, რაც კორონავირუსს შესაძლოა ჰქონდეს – ივანე ჩხეიძე კოვიდგადატანილი ბავშვების მშობლებს მიმართავს

377
BeFunky-collage (8)

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პედიატრი ივანე ჩხეიძე ქვეყანაში ინფიცირებულთა მაჩვენებლის ზრდის ტენდენციის ფონზე არ გამორიცხავს, რომ ბავშვებში მულტისისტემური ანთებითი სინდრომით მომართვიანობა გაიზარდოს.

კორონავირუსის გამორჩეულ თავისებურებაზე, კერძოდ, მულტისისტემური ანთებით სინდრომზე, რომელიც ბავშვებში ვირუსის გადატანის შემდეგ ვითარდება და 4-6 კვირის შემდეგ ვლინდება, ივანე ჩხეიძემ “ფორტუნას”გადაცემაში “დღის თემა” ისაუბრა და აღნიშნა, საქართველოში მულტისისტემური ანთებითი სინდრომის უკვე 80-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული.

როგორც პედიატრი ამბობს, სინდრომი, რომელიც ბავშვებში კორონავირუსის გადატანის შემდეგ იჩენს თავს, საკმაოდ ყურადსაღები, მძიმეა, თუმცა იშვიათი. მიუხედავად ამისა, ივანე ჩხეიძე მშობლებს მიმართავს, ყურადღებით დააკვირდნენ ბავშვებში იმ სიმპტომებს, რომლებიც მულტისისტემურ ანთებით სინდრომზე მიანიშნებს.

საქართველოში ბავშვები ინფიცირებულთა 9-10%-ს შეადგენენ, მომართვიანობა მომატებულია - ივანე ჩხეიძე

საგანგაშო მაჩვენებელია, საქართველოში მესამე ტალღა იწყება თუ მთავრდება, ამის პროგნოზირება უკვე ძალიან რთულია,- აცხადებს პედიატრი.

“იაშვილის კლინიკაში ამ დიაგნოზით პირველი პაციენტი 2 ნოემბერს იყო ჰოსპიტალიზებული. 69 შემთხვევაა დაფიქსირებული იაშვილში, მთლიანად საქართველოში სადღაც 80-მდე. ამ ბავშვების მართვაში მინიმუმ შვიდი სხვადასხვა სახის ექიმი უნდა იყოს ჩართული. ამ დროს მინიმუმ ორი სისტემაა დაზიანებული. ეს შეიძლება იყოს კუჭ-ნაწლავის სისტემა, შეიძლება იყოს ღებინება, მუცლის ტკივილი, კანზე გამონაყარი, კიდურების შეშუპება, შესაძლებელია სახსრების დაზიანება, ხველა, ასევე, შესაძლებელია ნერვული სისტემაც იყოს ჩართული. მაგრამ ყველაზე მთავარი და წამყვანი ეს არის ტემპერატურა – მაღალი, 38 გრადუსი და მეტი, რომელიც გრძელდება მინიმუმ 24 საათის განმავლობაში.

ყველა მშობლისთვის, რომელსაც სურს რომ ნახოს და შეაფასოს, მის შვილს ხომ არ აქვს ეს სინდრომი, ძალიან მარტივ რჩევას ვიძლევით, შეააფსეთ ტემპერატურა, თუ ეს 38 გრადუსზე მეტია და 24 საათზე მეტხანს გრძელდება, მაშინ, დაფიქრდით, ხომ არ არის ტემპერატურასთან ერთად, რომელიმე სხვა ნიშანი, ისეთი, რომელიც ჩამოვთალე.შესაბამისად, იმ ცენტრების ჩამონათვალი, რომელთაც შეუძლიათ ასეთი ბავშვების მართვა შეზღუდულია.

კორონავირუსის მწვავე გართულება შესაძლებელია ბინაზე, მხოლოდ 2%-ს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია. მულტისისტემური ანთების დროს პირიქით არის, 98%-ს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია და უიშვიათესია მსუბუქად მიმდინარე შემთხვევები. ამიტომ, აქ სიფრთხილე განსაკუთრებით საჭიროა.

სამწუხაროდ, ამ მატების ფონზე, 3-4 კვირის შემდეგ ველოდებით, რომ ეს შემთხვევები უფრო მეტად იქნება დაფიქსირებული. ეს ერთ-ერთი არასასიამოვნო გართულებაა რაც კორონავირუს შესაძლოა ჰქონდეს.

მულტისისტემური ანთებით სინდრომით მომართვიანობის პიკი იანვრის პირველ ნახევარში გვქონდა, ეს ადვილი ახსნადია, ვინაიდან ქვეყანაში სწორედ დეკემბრის დასაწყისში იყო პიკი ინფიცირების”.- განაცხადა “ფორტუნასთან” ივანე ჩხეიძემ.

მაისის შუა რიცხვებში ვირუსის პიკური მაჩვენებელი იქნება: გაბუნია

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები