LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ერთადერთი გადაცემა იყო, რომელიც კვირაში ერთხელ გაგვახსენებდა ხოლმე ვისი გორისანი ვართ. დაფიქრდით ბატონებო! ჯერ კიდევ არ არის გვიან!“ – დიმიტრი ღვთისიაშვილი

1274
ზურა ყიფშიძე

მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დიმიტრი ღვთისიაშვილი „პირველი არხის“ ეთერში რამდენიმე გადაცემებს შორის მსახიობ ზურა ყიფშიძის ავტორობით „ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ“ დახურულ გადაცემა სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

„ნამდვილად არ მალაპარაკებს ის, რომ გადაცემის ავტორები ხშირად მთხოვდნენ ამა თუ იმ შესანიშნავ ხელოვანზე მოგონებას თუ საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებას – ეს ერთადერთი გადაცემა იყო, რომელიც კვირაში ერთხელ გაგვახსენებდა ხოლმე ვისი გორისანი ვართ.

მიუხედავად დიდი კოტე მარჯანიშვილის დადგმული სპექტაკლის სათაურისა, სპექტაკლის რომლითაც გაიხსნა ქუთაის-ბათუმის თეატრი, (დღევანდელი მარჯანიშვილის თეატრი), გადაცემა მხოლოდ წასულ თეატრალებს არ ეძღვნებოდათ, ფართო სპექტრი იყო სხვადასხვა დარგის წარჩინებულ ადამიანთა მოგონებისა…

„იხურება არხი „ტელესკოლა“ და 7 გადაცემა, მათ შორის „კაცები“ – პირველი არხის განცხადება

და ეს გადაცემა თუ აღარაა საჭირო, მაშინ… შესაძლოა ვინმემ ბრძანოს – ამ ფორმატით ამოიწურაო, ან სხვაგვარად იქნებ გაკეთდესო… რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრია, თუმცა უბრალოდ ადგე და გააუქმო, მოსპო, მოაშთო, ეს იგივეა საკუთარი წარსული ამოძირკვო ცნობიერებიდან!!! დაფიქრდით ბატონებო! ჯერ კიდევ არ არის გვიან!“. – წერს დიმიტრი ღვთისიაშვილი.

„პირადი შეფასებებისგან, ამ ეტაპზე, თავს შევიკავებ“ – მომავალი წლიდან „პირველ არხზე“ გადაცემა „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ აღარ გავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g