LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ფანტასტიკა იყო: მსოფლიოში ყველაზე მაგარი სტადიონი სელტიკ პარკია (ვიდეო)

50

იტალიელმა გულშემატკივარმა ფედერიკო როჩომ საუკეთესო სტადიონი დაასახელა, სადაც ოდესმე პირადად ყოფილა.

როჩო მთელ მსოფლიოში დამოგზაურობს და 500 საფეხბურთო არენა უნახავს. მისი აზრით, საუკეთესოა „სელტიკ პარკი“ გლაზგოში, სადაც 2013 წელს იმყოფებოდა. მაშინ „კელტებმა“ 0:3 წააგეს „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგაზე.

„საუკეთესოდ გლაზგოს სტადიონს დავასახელებ, განსაკუთრებით თუ იქაურ ატმოსფეროს გავითვალისწინებთ. მე 25 ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და ინგლისში, მაგრამ სწორედ „სელტიკ პარკზე“ ვტიროდი. მიუხედავად დიდი ანგარიშით წაგებისა, გულშემატკივრები გუნდის მხარდაჭერას განაგრძობდნენ, შემდეგ ჩვენ იტალიელი სტუმრები დასალევად მიგვიპატიჟეს. ეს ფანტასტიკა იყო“, – შთაბეჭდილებები არ უხუნდება ნამდვილ ქომაგს.

 

https://www.youtube.com/watch?v=7bGTIFDNmxE

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები