LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ფოტო იტევს იმ ყველაზე დიდ დარდს, რომელსაც უკვე მეოთხე წელია, გულში ვატარებთ… ლევანის შესრულებულ ნახატებს უყურებს იმ თვალებით, სადაც ერთდროულად ტკივილიც არის და უსასრულო სიყვარული… მინდა, ისევ ის სიძლიერე გამოიჩინო…“ – ლევან კბილაშვილის და ემოციურ სტატუსს აქვეყნებს

158
სალომე კბილაშვილი

მომღერალ ლევან კბილაშვილის და, სალომე, მამის, ჯემალ კბილაშვილის შესახებ ემოციურ სტატუსს აქვეყნებს. ჯემალ კბილაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს… სალომე აქვეყნებს ფოტოს, სადაც ბატონი ჯემალი ვაჟის მიერ დახატული ნამუშევრის წინ დგას:

„ეს ფოტო იტევს იმ ყველაზე დიდ დარდს, რომელსაც უკვე მეოთხე წელია, გულში ვატარებთ…

დარდს, რომელმაც ბევრი რამ შეცვალა და აქამდე მოგვიყვანა.

ჩემი ძლიერი მამიკო… 🤍

ლევანის შესრულებულ ნახატებს უყურებს იმ თვალებით, სადაც ერთდროულად ტკივილიც არის და უსასრულო სიყვარული…

კაცი, რომლის სახელითაც ჩვენ — შენი ოჯახი ვამაყობთ.

დიახ, მე ჯემალ კბილაშვილის შვილი ვარ.

ადამიანის, რომელიც კაცობის, ადამიანობის, მეგობრობისა და პატიოსნების ცოცხალი მაგალითია.

მინდა, ისევ ის სიძლიერე გამოაჩინო…

ის ძალა, რომელიც ყოველთვის სხვებს აძლევდა იმედს.

დადგე ისევ ფეხზე ამაყად, მტკიცედ, ძლიერად.

სხვანაირად ვერც დავუშვებთ…

სხვანაირად ვერც კი ვიფიქრებთ…

გვჯერა შენი.

გვიყვარხარ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g