„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სოფო ჯაფარიძე სოციალურ ქსელში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებზე გადაღებულ ექიმ გიორგი ახობაძის ფოტოს აქვეყნებს.
ფოტოზე ასახულია, როგორ არიგებდა გიორგი ახობაძე საკუთარი ხელით მომზადებულ სენდვიჩებს.
„გიო, როგორ მიყვარხარ და როგორ მეამაყები❤️
ეს ფოტო გადავუღე, რომ დააკავეს იმ დღეს. იმის მიუხედავად რომ ავადმყოფ დედას უვლიდა, მაინც ასწრებდა მისივე ხელით გაკეთებას სენდვიჩების და აქციაზე დარიგებას!
აუცილებლად მალე იქნება ეს ოქროს კაცი თავისუფალი.
თავისუფლებარეჟიმისპატიმრებს“, – წერს სოფო ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნების დროს დააკავეს.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 8-იდან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გიორგი ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 10 დეკემბერს შეეფარდა.
გიორგი ახობაძის დედა 14 იანვარს გარდაიცვალა.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ექიმი გიორგი ახობაძე, გარდაცვლილ დედასთან გამოსამშვიდობებლად სახლში მიიყვანეს.