ცნობილი ტელეჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მას ურთავს ფოტოებს, რომლებიც მისი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს – საეთერო სტუდიასა და ცნობილ რესპონდენტებთან ინტერვიუების დროს არის გადაღებული.
ერთ-ერთი რესპონდენტი ყოფილი პრეზიდენტი – ედუარდ შევარდნაძეა. როგორც ინგა გრიგოლია აღნიშნავს, ეს ფოტოები ახსენებს, რომ „მისი საქმე კითხვების დასმაა და არა მაამებლობა“.
ეს ფოტოები გასული საუკუნისაა. ყველა მეოცე საუკუნეშია გადაღებული. იქიდან მოყოლებული, თუ რამე პრობლემა შემქმნია ცხოვრებაში, როგორც ჟურნალისტს, მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც ისეთ კითხვებს ვსვამდი, რაც არ მოსწონდათ…
მაგის მერე იმდენი წელი გავიდა, უკვე 21-ე საუკუნეში ვართ და რავი… ჯერ კი ვარ იმ ყუთში, ტელევიზორი რომ ჰქვია. იდოს მაინც ეს ფოტოები, გამახსენებს, რომ კითხვების დასმაა ჩემი საქმე და არა მაამებლობა“, – წერს ინგა გრიგოლია.