LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს გახლავთ სამწუხარო სპეკულაცია” – საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ ესტონეთმა და ლატვიამ პრემიერ-მინისტრს ვიზიტზე უარი უთხრეს

67
1

“გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს 8-9 აგვისტოს იგეგმებოდა პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ესტონეთსა და ლატვიაში, ეს გახლავთ თემაზე სამწუხარო სპეკულაცია.” – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ და ამბობენ, რომ აღნიშნულ თარიღებში ვიზიტი ვერ დაიგეგმებოდა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ქვეყნისთვის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თარიღია.

როგორც სამინსიტროში განმარტავენ, არსებული პრაქტიკით, მაღალი დონის ვიზიტების შესახებ, საზოგადოებას ვიზიტის დაგეგმვის პროცესში მხარეებს შორის თარიღის შეთანხმების შემდგომ ეცნობება:

“მეგობარ და პარტნიორ სახელმწიფოებში მაღალი დონის ვიზიტებზე (პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და სხვა) საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს მთელი წლის განმავლობაში, მათ შორის ბუნებრივია, ბალტიის სახელმწიფოებში, რომლებიც საქართველოს აქტიური მხარდამჭერი და მეგობრები არიან.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს 8-9 აგვისტოს იგეგმებოდა პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ესტონეთსა და ლატვიაში, ეს გახლავთ სამწუხარო სპეკულაცია თემაზე, რადგან აღნიშნულ თარიღებში ვიზიტი ბუნებრივია ვერ დაიგეგმებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს გახლავთ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თარიღი ჩვენი ქვეყნისთვის.

ზოგადად, არსებული პრაქტიკით, მაღალი დონის ვიზიტების შესახებ საზოგადოებას ეცნობება, ვიზიტის დაგეგმვის პროცესში მხარეებს შორის თარიღის შეთანხმების შემდგომ.” – ამბობენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, გუშინ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, წყაროები ლიეტუვიდან, ლატვიიდან და ესტონეთიდან ადასტურებენ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბალტიის ქვეყნებში ვიზიტზე უარი უთხრეს.

პოპულარულები