LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს გამჭვირვალობა არ არის, ეს ქვეყანაში განსხვავებული აზრის მოგუდვაა…“ – გიორგი შარაშიძე „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე

125
გიორგი შარაშიძე

„ჩვენ გამჭვირვალობის წინააღმდეგი არასოდეს ვყოფილვართ, არც დღეს ვართ, მაგრამ ეს გამჭვირვალობა არ არის, ეს ქვეყანაში განსხვავებული აზრის მოგუდვაა“, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ „გრანტების შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებაზე საუბრისას განაცხადა.

გია ვოლსკი: „ყოველგვარ ლოგიკას სცდება პარტნიორების განცხადებები, რომ ქვეყანა არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით უნდა მართონ და ამ ჯგუფებით დააფინანსონ ექსტრემისტული პროცესები… წარმოუდგენელი განცხადება გააკეთა მარტა კოსმა“

„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის, წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, დასჯადი ხდება გარე ლობიზმი

კირცხალიას განმარტებით, წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, აგრეთვე ზუსტდება გრანტების განმარტება. ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ასევე, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმი.

შარაშიძის შეფასებით, „ვინც მოუნდება, „ქართული ოცნება“ დააჯარიმებს და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს, ვისზეც უნდა, თვალს დახუჭავს“:

„ჩვენ გამჭვირვალობის წინააღმდეგი არასოდეს ვყოფილვართ, არც დღეს ვართ, მაგრამ ეს გამჭვირვალობა არ არის, ეს ქვეყანაში განსხვავებული აზრის მოგუდვაა. განსხვავებული აზრი შეიძლება ჰქონდეს მეწარმეს, ექსპერტს, სპეციალისტს. ვინც მოუნდება, „ოცნება“ დააჯარიმებს და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს, ვისზეც უნდა, თვალს დახუჭავს. ეს არის „ოცნების“ სამართალი და ქვეყანაში არსებული დღევანდელი მდგომარეობა. ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი იმასაც ვერ აღიარებენ, რომ თავის დროზე, სწორედ უცხო ძალის წარმომადგენლები იყვნენ. მათი ტერმინით რომ ვთქვა, ეს ადამიანები უცხო ძალის ინტერესებს წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ და რაზეა საუბარი? გვაქვს კითხვები, მაგრამ მათგან მხოლოდ პროპაგანდას ვისმენ“, – აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება მოამზადა. ერთ-ერთი ეხება „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებას, რომლითაც წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ასევე, დასჯადი ხდება გარე ლობიზმი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g