სამების საკათედრო ტაძარში ხარების ლიტურგიას 7 აპრილს ილია მეორე ჩაატარებს.
დღეს კი, ტაძარში 4 საათზე ლოცვა დაიწყება.
ეკლესიაში მრევლი კვლავ შეკრებილია, მაგრამ მკაცრად კონტროლდება სოციალური დისტანცირება.
სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს დღეს მამა იოანემ მიმართა.
“ადამიანები ერთი და იმავე მდგომარეობიდან ზოგი კეთილ ნაყოფს გამოიღებს, ზოგი ბოროტს. ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა, დაფიქრდეს საკუთარ სულზე. დაფიქრდეს, თუ რატომ ხდება ეს განსაცდელები, რას ითხოვს ღმერთი ჩვენგან. ჩავთვალოთ, რომ ეს განსაცდელი სწორედ ამისთვის არის, რომ კაცობრიობა დაუახლოვდეს ღმერთს,” – განაცხადა არქიმანდრიტმა, სამების საპატრიარქო ტაძრის ეკონომოსმა მამა იოანემ.