LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ეს გენიალური სიმღერა შექმნა არაჩვეულებრივმა მაცაცო სებისკვერაძემ” – კვარტეტი ,,რანინა” პრემიერით ,,არ დაიდარდოში”

10
kvarteti ranina newssssss

რადიო  ,,არ დაიდარდოს” გადაცემას ,,ღვინო, დუდუკი, ქალები” ყველასათვის ცნობილი კვარტეტი ,,რანინა”  სტუმრობდა, მომღერლებმა შემოგვთავაზეს ცოცხალი შესრულება და მოგვიტანეს ახალი სიმღერა სახელწოდებით ,,შენი ერთადერთობით”. ასევე ისაუბრეს იმ დიდ ისტორიაზე, რომელსაც მათი მეგობრობის ისტორია ქვია.

როგორ დაიწყო ის დიდი ისტორია, რომელსაც ოთხი მეგობრის ისტორია ქვია?

ჩვენი მუსიკასთან ურთიერთობა, მოღვაწეობა ინდივიდუალურად დაიწყო ბავშვობიდან და გრძელდება დღემდე, ერთ დღესაც სპონტანურად ჩამოყალიბდა კვარტეტი ,,რანინა” და უკვე 2 წელია, რაც ერთად ვმღერით ყველგან, სადაც გველიან. გვაქვს ძალიან კარგი მეგობრული ურთიერთობა და გვიყვარს ერთმანეთი.

როგორ შეურჩიეთ კვარტეტს ეს სახელი?

სიტყვა ,,რანინა” პირდაპირ კავშირშია სიმღერასთან, ეს არის ერთგვარი გლოსოლალია ანუ სამღერისი სიტყვა, რომელიც ხალხურ სიმღერასთანაცაა დაკავშირებული და ქალაქურ სიმღერასთანაც აქვს მჭიდრო კავშირი. ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი ნიკოლოზ კირვალიძე გახლავთ ამ სახელწოდების ავტორი.

რამდენად ძნელია კვარტეტის ბალანსი?

რაც ყველაზე მთავარია ჩვენ გვაქვს საერთო აზრი, ხედვა. ასევე გვაქვს ყოველდღიური ,,შემღერება”, ვმუშაობთ რესტორან ”მეტეხის ჩრდილში” და ეს გვეხმარება სწორედ ბალანსში. გვაქვს ალბომი, სადაც არის შესული 17 სიმღერა. საქართველოში მსმენელი გაიზარდა, განსაკუთრებით მედიის საშუალებით და ცოცხალ მუსიკაზე გახდა მოთხოვნა. ნებისმიერ საღამოებზე სურთ, რომ მოისმინონ ქართული სიმღერა. ასევე მჭიდრო კავშირი გვაქვს ტურისტულ კომპანიებთან, რომლებიც მუსიკალურ მომსახურებას გვიკვეთავენ ტურისტებისთვის. გასულ წელს ვიყავით გერმანიაში, ორკვირიან ტურნეში, სადაც დაისვა კითხვები დისკში თუ ნახავდნენ რაიმე ინფორმაციას ქართული სიმღერის შესახებ, ეს ჩვენი მხრიდან იყო კარგი გათვლა, რომ ინტერესი ყოფილიყო არა მხოლოდ ,,რანინას” სიმღერებზე, არამედ ქართულ ტრადიციულ მუსიკაზეც.

მომიყევით ვინ არის სიმღერის ,,შენი ერთადერთობით” ავტორი?

პირველ რიგში გვინდა მადლობა გადაგიხადოთ ,,არ დაიდარდოს” ჩვენით დაინტერესებისა და ამ უზარმაზარი პრემიერისათვის. ეს გენიალური სიმღერა შექმნა არაჩვეულებრივმა მაცაცო სებისკვერაძემ, ძალიან ცნობილი სიმღერა, რომელსაც გოგი დოლიძე და ეკა მამალაძე ასრულებდა. ქალბატონ ნანა გვარმიანთან ( რუსთავი 2-ის მუსიკალური დირექტორი) გარკვეულ წილად გვაკავშირებს მეგობრობა, რომელსაც ვთხოვეთ განხსვავებულად გაეკეთებინა ეს სიმღერა, რომელიც შედგა. არანჟირების ავტორი გახლავთ ქალბატონი ნანა, ხოლო სიმღერა ჩაიწერა სტუდია ვინილში, გვინდა ამისთვის ვალერის გადავუხადოთ დიდი მადლობა.

 

კვარეტეტი რანინა & ნანა გვარმიანი – შენი ერთადერთობით

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

კვარტეტი “რანინა” – სავარდო და სამაისო. Live

 

კვარტეტი “რანინა” – მრავალჟამიერი. Live

 

კვარტეტი “რანინა”. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები