LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ეს გოგო ჩემი აღმოჩენაა” – მამულიჩა და მაკა ზამბახიძე ენერგიული სიმღერის პრემიერით ,,არ დაიდარდოში”

24
zambaxidzeramishvili

ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას ,,ღვინო, დუდუკი, ქალები  მაკა ზამბახიძე და მამულიჩა სტუმრობდნენ ახალი პოზიტიური და ენერგიული სიმღერის პრემიერით ,,მე შენ გილოცავ დაბადების დღეს” . მათ ასევე ისაუბრეს საქართველოს მასშტაბით ზაფხულში დაგეგმილ კონცერტებზე.

მაკა აქტიური შემოქმედებითი ცხოვრება გაქვს, არასდროს არ დუნდები.. როგორ ახერხებ ამას?

მივესალმები რადიო ”არ დაიდარდოს” მსმენელს და ვეტყვი, რომ ძალიან მიყვარს. ერთგული მსმენელის ყოლა ყველაზე მნიშვნელოვანია. ახალ სტუდიაში პირველად ვიმყოფებით ამიტომ გილოცავთ. დღეიდან თქვენს ეთერში ახალი დაბადებისდღის მისალოცი სიმღერა გაჟღერდება. პანდემიის პერიოდში რაც დავისვენე მეყო, ნეტა  მქონდეს აქტივობის საშუალება და არასდროს მოვდუნდები. იმედია აგვისტოში ქალაქ ბათუმში ჩავატარებთ ისეთ კონცერტებს, როგორსაც ბოლო წლებში ვატარებდით.

ძნელი იყო თუ არა  დუეტი ”ჯორჯიადან” გადასვლა სოლო კარიერაზე?

რთული იყო, რადგან დიდ სცენაზე რატისთან ერთად გამოვჩნდი. 5 წელი ცოტა დრო არაა. დაახლოებით ისეთი ამბავია მარჯვენა ხელი, რომ მოგაჭრან. ამის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდნენ ბუკა კარტოზია და მაესტრო  ვახტანგ კახიძე. ამ დიდმა სცენამ, ორკესტრმა და ბატონმა ვატომ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს კარიერულ წინსვლაში. რადიკალურად  განსხვავებულ რეპერტუარს ვმღეროდი, იქმნებოდა ახალი პროექტები და ტარდებოდა კონცერტები. ყველა ამბობდა თუ როგორ მიხდებოდა ქართული სიმღერები. ბატონმა ვატომ დამიწერა სოლო სიმღერა, რომელსაც მარტო ვასრულებდი ორკესტრთან ერთად.

ჯგუფი ”ნონ-სტოპისთვის”  შექმნილ სიმღერებზე ვინ მუშაობს?

ყველა ერთად ვმუშაობთ, მაგრამ ბოლო ბეჭედი  მამულიჩასია, მის გარეშე არ წყდება.

მამულიჩა:

ეს გოგო ჩემი აღმოჩენაა, დანარჩენებმა გვაპატიონ. უმაგრესი მომღერალია ასე საჯაროდ პირველად ვამბობ. ძალიან უყვარს თავისი საქმიანობა, პროფესია. ისმენს ჩემს იდეას და მიჯერებს.

მამულიჩ, როგორც ვიცით ზაფხულში დიდი გეგმები გაქვთ საქართველოს მასშტაბით, მოგვიყევი ამის შესახებ..

მთელი ზაფხული გვაქვს დაგეგმილი. ერთი ძალიან მაგარი კონცერტი უკვე გვქონდა ”მცხეთის მარანში”. 16-ში ”შუაგულში” გვაქვს, სადაც იმღერებენ ლელასთან ერთად, მაკა, კაბუ, მერაბ სეფაშვილი და დუეტი ”ჯორჯია”. ძირითადად ყველგან დავდივართ ჯგუფურად. 11-ში მივდივართ ბაღდათში ლელასთან და მაკასთან ერთად. 15 ივლისიდან სექტემბრამდე კი ბათუმი გვაქვს გაწერილი. ველოდებით მხოლოდ რეგულაციების მოხსნას. ყველაფერი კარგად იქნება მთავარია ავიცრათ.

ახლა კი ვისაუბროთ სიმღერაზე ”მე შენ გილოცავ დაბადებისდღეს”..

მამულიჩა:

იდეა იყო ჩემი, ძალიან მინდოდა დაბადების დღეზე მომესმინა რაიმე ქართული სიმღერა, თუ იქნება საშუალება და  ამ სიმღერით   ადამიანები მიულოცავენ ერთმანეთს ძალიან მოხარულნი ვიქნებით.

მაკა:

მეც ძალიან მომეწონა ეს იდეა, რადგან მასშტაბურია და არ გვაქვს ქართველებს მისალოცი პოპ მუსიკა. დავუკავშირდი ჩემს ბავშვობის მეგობარს მაიკო კაჭკაჭიშვილს, რომელსაც ჩემთვის არასდროს არ დაუწერია სიმღერა. დიდი სიამოვნებით მიიღო ეს იდეა, ძალიან მცირე დროში გამზადდა ყველაფერი, მისივე ტექსტით, არანჟირება ეკუთვნის ბორიკო შხიანს, მასტერინგი ალეკო ბერძენიშვილს. ჩაიწერა ”ბრავო რექორდსში”. ბექ ვოკალი არის მაიკო კაჭკაჭიშვილის. კლიპზე იმუშავეს  ესტატიმ და ნიკო დოლაბერიძემ, დიდი მადლობა ამ ბიჭებს, რომ იდგნენ მოწოდების სიმაღლეზე. ასევე ძველ მუსკომედიას დიდი მადლობა ლოკაციისთვის და მოცეკვავეებს თამუნა აბესაძის ხელმძღვანელობით.  მსმენელს მინდა მივმართო, თუკი მოგეწონებათ სიმღერა შეიყვარეთ და ამით მიულოცეთ თქვენიანებს.

მამულიჩა:

სიმღერის ბოლოს კი მე და სანდრო სახამბერიძე გავკიოდით ერთი საათი ”გილოცავ დაბადების დღეს”.. (იცინიან)

 

მაკა ზამბახიძე – გილოცავ მე შენ დაბადების დღეს

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

მაკა ზამბახიძე – მე ახლა მინდა გიყვარდე. Live

 

მაკა ზამბახიძე & მამულიჩა. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები