LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს გოგო ჩემი თანასოფლელია, ქმარმა იმსხვერპლა.. ძალიან კეთილი და თბილი გოგო იყო თინი..” – რას წერს მოკლული ქალის თანასოფლელი

822
Capture

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში 29 წლის ქალი მეუღლემ მოკლა. ამ ფაქტთან დაკავშირებით მოკლული ქალის თანასოფლელმა, ნიკა მოსიაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

“ვაჰ, რა უბედურებაა, რა გვჭირს?! ეს გოგო ჩემი თანასოფლელია, ქმარმა იმსხვერპლა.

ჩვენი საზოგადოების სენი გახდა ეს საშინელი ქცევა. როგორ ზრდით ბიჭებს? რა ჯანდაბას ასწავლით? რას ეუბნებით, რომ ადამიანი მხოლოდ კაცია??

ისევ თქვენ დალევთ მერე ქალების სადღეგრძელოს, ფუ რანაირი ხალხი ხართ.

ძალიან კეთილი და ძალიან თბილი გოგო იყო თინი

ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს”, – წერს ნიკა მოსიაშვილი ფეისბუქში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g