“მთავარი არხის” დირექტორი ნიკა გვარამია ტელეწამყვანის, ნანუკა ჟორჟოლიანის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
გვარამია წყალტუბოელებს, სამტრედიელებს, ვანელებსა და ხონელებს ჟორჟოლიანის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
ნანუკა ჟორჟოლიანი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატია.
ვიდეო: "მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თქვენი სახლის ღობეზე თუ გადმოძვრა ესე იგი ნანუკაა"
“ეს ის გოგოა, ვინც ყველაფერს თავისით მიაღწია ცხოვრებაში. და მიაღწია ბევრს.
ეს ის გოგოა, ვინც ბევრი სიმძიმე გამოიარა ცხოვრებაში, ყველა დაძლია და მაინც მხიარულ და ბედნიერების მომტან ადამიანად დარჩა.
ეს ის გოგოა, ვინც იცის როგორ იომოს, როგორ არ დათმოს, და როგორ გაიმარჯვოს.
ეს ის გოგოა, ვისაც არ ეშინია და საკუთარი ქვეყნისთვის ომის პირველ ხაზზე იდგა და ტყვიების წვიმაში მიყავდა პირდაპირი ჩართვები.
ეს ის გოგოა, ვინც იცის დაპირების ფასი და სიტყვას ყოველთვის ასრულებს.
ეს ის გოგოა, რომელიც უსამართლობას არავის დაუთმობს და და სუსტის დაჩაგვრას არავის შეარჩენს, უახლოეს მეგობარს და ოჯახის წევრსაც კი.
ეს ის გოგოა, ვინც ‘მთავარი არხის’ შექმნაში და წარმატებაში გადამწყვეტი მონაწილეობა მიიღო. მებრძოლი, პრინციპული, ნიჭიერი და სწორი ფასეულობების პატრიოტი ქალი.
ეს ის გოგოა, ვინც ყოველთვის და ყველასთვის უბრალოდ ნანუკად რჩება, და ასე იქნება პოლიტიკაშიც – ის ყოველთვის უანგაროდ იქნება თქვენს გვერდით და არასდროს არ შემოგხედავთ ზემოდან.
ეს ჩემი მეგობარია. ეს ჩემი ნანუკაა. მან პირველივე ტურში უნდა დაამარცხოს სიღარიბე, უსამართლობა და ბოროტება თქვენს ქალაქებში,”-წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.