LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს ინფორმაცია მე მოვისმინე მედიასაშუალებებიდან” – სანიკიძემ არ იცის,რჩება თუ არა მთავრობაში

87

თამარ სანიკიძეს არ აქვს ინფორმაცია, დარჩება თუ არა მთავრობის ახალ შემადგენლობაში.

“ზოგადად კანდიდატურებთან დაკავშირებით, როგორც წესი, კონსულტაცია იმართება ხოლმე. ასეთ კონსულტაციებს ადგილი არ ჰქონია და არანაირი შეტყობინება ამასთან დაკავშირებით, არ მაქვს. ეს ინფორმაცია მე მოვისმინე მედიასაშუალებებიდან და ალბათ თქვენ გყავთ ის სანდო წყარო, ვინც გაწვდით ამ ინფორმაციას და მისი სანდოობა ისევ და ისევ წყაროსთან უნდა გადაამოწმოთ. სხვა შემთხვევაში, მე ვფიქრობ, ნორმალური და ლოგიკურია, როდესაც ახალი პრემიერ-მინისტრი მოდის და გუნდი კომპლექტდება, უნდა დაველოდოთ პირველ რიგში, მის გადაწყვეტილებას”, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g