LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს იქნება მშვიდობიანი დღე“ – სალომე ზურაბიშვილის ოფისში 26 მაისის საორგანიზაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

109
26 მაისის საორგანიზაციო ჯგუფი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ოფისში 26 მაისის საორგანიზაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

ჯგუფის წევრებმა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა, 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

26 მაისის საორგანიზაციო ჯგუფის განცხადებით, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სხვადასხვა სახის პროგრამაა დაგეგმილი, მათ შორის შემეცნებითი და საგანმანათლებლო თემატიკის.

როგორც საორგანიზაციო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ, ორგანიზაცია „კულტურა დემოკრატიისთვის“ წარმომადგენელმა, ანა რიაბოშენკომ ბრიფინგზე განაცხადა, ეს დღე მშვიდობიანი იქნება.

„ამ დღესასწაულის ფარგლებში, საზოგადოების ყველა ის ნაწილი, რომელიც დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, ერთიანდება და ყველა აკეთებს სხვადასხვა სახის პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს გამოფენებს, საბავშვო და შემეცნებით ღონისძიებებს. ეს არის დღე, რომელიც ეკუთვნის საქართველოს ყველა მოქალაქეს. შესაბამისად, ეს იქნება მშვიდობიანი დღე, ეს დღე იქნება ყველასთვის, ამიტომ ველოდებით ყველას რუსთაველზე, 26-ში, რათა ერთად აღვნიშნოთ დამოუკიდებლობა, რომელიც ასე სისხლით და წვალებითაა მოპოვებული და რომელიც აუცილებლად უნდა დავიცვათ“,- განაცხადა საორგანიზაციო ჯგუფის წევრმა, „კულტურა დემოკრატიისთვის“ წარმომადგენელმა, ანა რიაბოშენკომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g