LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს იქნება “ოცნების” კოლექტიური თვითმკვლელობა – პოლიტიკური შეფასებები მელიას საქმეზე

129
87102161-10162821243330167-3739751663850749952-n-2020-02-20-07-49-49-615007

უმრავლესობა ნიკა მელიას დაპატიმრებას მხარს თუ დაუჭერს ხელისუფლების დამხობის პროცესი დაჩქარდება, – ასე ეხმიანება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ნიკა მელიას საქმეს. მისივე თქმით, „ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემა ოცნების კოლექტიური თვითმკვლელობა იქნება”.

„ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემა ეს იქნება კოლექტიური თვითმკვლელობა ციურ ბადეთა თანავარსკვლავედზე, როგორც ეს ცნობილი იაპონური პიესა გვასწავლის.ქოცხროვას აქვთ საკუთარი გვამის უდიდესი სიყვარული და ამის გამო არ გაწირავენ თავის პოლიტიკურ კარიერას, რომელსაც ისედაც მოკლე დრო დარჩა. თუ თვითმკვლელობის მანია შეეყარათ, მხარს დაუჭრენ, მაგრამ არამგონია, ასე დაავადდეს უმრავლესობა. თუ მხარს დაუჭერენ, მაშინ ხელისუფლების დამხობის პროცესი დაჩქარდება. საკმარისია ახლა რეჟიმმა დააპატიმროს თუნდაც საშუალო დონის ოპოზიციის ლიდერი, აღარ ვსაუბრობ მთავარ პოლიტიკურ ძალებზე და მათი ხელისუფლების მსხვრევა დაჩქარდება კატასტროფული ტემპებით“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დიდი ალბათობით, მელიას შეუწყვეტენ უფლებამოსილებას, ხელისუფლება იძულებელი იქნება ეს ნაბიჯი გადადგას: ვახტანგ ძაბირაძე

"ამას მოყვება დიდი მანიფესტაციები.მოლაპარაკებიდან რაიმე შედეგის მიღწევის რესურსი უკვე ნულის ტოლია".

ნიკა მელიას გადაწყვეტილებას პატივს სცემს “ლელოს საქართველოსთვის” ლიდერი. მამუკა ხაზარაძის თქმით, ეს ერთადერთი ინსტრუმენტია ნიკა მელიას ხელში, რათა საზოგადოებას აჩვენოს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულებაა.

„ნიკა მელიას გადაწყვეტილებას მე პირადად პატივს ვცემ, ეს არის ერთადერთი ინსტრუმენტი მის ხელში, საზოგადოებას აჩვენოს, რომ ჩვენ პოლიტიკური მართლმსაჯულება გვაქვს. ეს ადამიანი მიდის რისკზე. შესაძლოა, დაიჭირონ და ამით კიდევ ერთხელ აფხიზლებს საზოგადოებას, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი საქმეებია შეკერილი. შესაბამისად, როცა შერიგებაზე ვლაპარაკობთ, გამოსავალი არის პოლიტიკური პატიმრების და პოლიტიკური საქმეების შეწყვეტა, თუ გვინდა განვითარების კალაპოტში ჩაჯდეს ქვეყანა. თუ ეს არ მოხდება, ქვეყანაში გაგრძელდება ადამიანებით/მძევლებით „ვაჭრობა”. ნიკა მელია კანონს არღვევს თუ არა, ეს მისი არჩევანია, პროტესტის ფორმა. მაგალითად, როგორც ჩვენ არ შევდივართ პარლამენტში, არა იმიტომ, რომ პარლამენტს, როგორც ინსტიტუციას პატივს არ ვცემ – არა! მე არ მინდა შევიდე გაყალბებულ პარლამენტში, რომ მეც ამ გაყალბების ნაწილი არ გავხდე“, – განაცხადა ხაზარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g