LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს იქნება ყველაზე მაგარი დასასვენებელი ადგილი” – კალაძე ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის პროექტით დაინტერესებულ მოქალაქეებს მიმართავს

86
BeFunky-collage (5)

იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობასთან დაკავშირებით მერია ინფორმაციის მისაღებად ყველა ადამიანის ჩართულობას უზრუნველყოფს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, “ეს იქნება ყველაზე მაგარი დასასვენებელი ადგილი”, რეკრეაციული სივრცის მოწყობის შემდეგ კი ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ განიტვირთონ, დაისვენონ და გაერთონ.

„იპოდრომის ყოფილი ტერიტორია, სადაც რეკრეაციული სივრცე მოეწყობა და რომელსაც საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აკეთებს,  საჩუქრად ივანიშვილების ოჯახიდან გადმოეცა მუნიციპალიტეტს და პროექტსაც თვითონ უშუალოდ ახორციელებს ფონდი „ქართუ“. კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო იმ ადამიანებს, ვისაც სურვილი აქვს, ჩაერთოს და მიიღოს სრული ინფორმაცია ამ პროექტთან დაკავშირებით, თუ როგორი კონკრეტული სივრცე, როგორ ფორმაში იქნება წარმოდგენილი სამუშაოების შემდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენ მოვახერხებთ და უზრუნველვყოფთ ადამიანების ჩართულობას, რომ მეტი ინფორმაცია მიიღონ, მეტი სრულყოფილება ჰქონდეთ ამ პროექტთან დაკავშირებით, თუ რა გაკეთდება და როგორი იქნება.

თუმცა ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ეს იქნება ყველაზე მაგარი დასასვენელი ადგილი, რეკრეაციული სივრცე, სადაც ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, განიტვირთონ, დაისვენონ, გაერთონ და ასე შემდეგ. ასე, რომ ორშაბათიდან ჩვეულებრივად ვუბრუნდები ჩვენს სამუშაოს და უკვე ყოველდღიურ რეჟიმში გვექნება შესაძლებლობა საზოგადოებას, თბილისს, თბილისელებს, მივაწოდოთ ინფორმაციები იმ პროექტებთან დაკავშირებით, რომელიც გვაქვს დაგეგმილი.

ასევე ვისაუბრებთ პრობლემებზეც, რომლებიც სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრია ქალაქში. არ უნდა მოგვერიდოს ამ პრობლემებზე საუბარი. ყოველდღიუ რეჟიმში გვექნება კომუნიკაცია სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე დედაქალაქის მიმართულებით“, – განაცხადა ვიდეომიმართვაში კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები