LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ის აიაქსი არ არის: რუსებმა აზრი შოთას კითხეს

96

ამსტერდამის ”აიაქსის” ყოფილი ფორვარდი შოთა არველაძე ჰოლანდიური კლუბის შესახებ რუსებს ესაუბრა. მიზეზი ისაა, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში რუსულ ”როსტოვს” სწორედ ამსტერდამული გუნდი შეხვდა.

 

წილისყრის შემდეგ ბევრმა სპეციალისტმა თქვა, რომ როსტოველებს გაუმართლდათ.

შესაძლოა. რა თქმა უნდა, ამსტერდამში ყოველთვის შეეძლოთ და იცოდნენ ფეხბურთის თამაში, მაგრამ ახლა ”აიაქსი” ის გუნდი არ არის, რაც ადრე იყო. არ არის დიდი ტრანსფერები. შემადგენლობაში ძირითადად ადგილობრივი ფეხბურთელები არიან – საკუთარი აკადემიიდან და სხვა ჰოლანდიური კლუბებიდან.
ნებისმიერ შემთხვევაში ”აიაქსი” არავისთვის არ არის საჩუქარი. გუნდში ახალი მწვრთნელია, ბოსი. ის ძალიან მომწონს, შემტევ ფეხბურთს თამაშობს. კიდევ ვინ შეიძლება ”როსტოვს” შეხვედროდა?

”მანჩესტერ სიტი”, ”რომა”, ”ვილიარეალი”…

ნუ მაშინ ყველაფერი გასაგებია, კითხვები აღარ არის. თანაც ახლა ”როსტოვი” ფიზიკურად ასჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ”აიაქსი”, თან უფრო სწრაფი.
”აიაქსში” ვინც ყურადღებას მიიქცევს, მაშინვე ყიდიან, დიდხანს არავის აჩერებენ. ჩემი აზრით, არასწორი ფილოსოფიაა, მაგრამ ამ წესებით ცხოვრობს კლუბი.
არ მომწონს როგორ იქცევა ”აიაქსი” ევროპაში, არ არის ძველი ამბიცია. გამოკვეთილი ლიდერები არ არიან. ”აიაქსი” ძლიერია გუნდური თამაშით. ყოველთვის ინარჩუნებს თავის სტილს – ბურთის დიდხანს ფლობით შემტევი ფეხბურთი ურჩევნია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები