LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს იყო ერთ-ერთი შესანიშნავი მომენტი” – როგორ მოირგო 20 წლის წინ ჯენიფერ ლოპესმა „ვერსაჩეს” ლეგენდარული კაბა (ვიდეო)

1529
vogue-watch-jennifer-lopez-tell-the-story-of-her-green-versace-dress

არის მომენტები, როდესაც პოპ-მუსიკა და მოდა ერთმანეთს კვეთს. სწორედ ასე მოხდა 2000 წლის გრემის” დაჯილდოვების ცერემონიალზე, როდესაც ჯენიფერ ლოპესი ვერსაჩეს” მწვანე კაბით აუდიტორიის წინაშე წარსდგა. მაშინ, ლოპესმა პირველად გაიარა წითელ ხალიჩაზე და საზოგადოების აღფრთოვანებაც გამოიწვია.

„ეს იყო ერთ-ერთი შესანიშნავი მომენტი”– აცხადებს ვარსკვლავი. ვოგისთან” ინტერვიუში.

იმ პერიოდში ჯენიფერ ლოპესი ფილმში „ქორწილების ორგანიზატორი”(The Wedding Planner) იღებდა მონაწილეობდა. სტილისტმა ანდრეა ლიბერმანმა მას გრემის” ცერემონიალისთვის კაბის არჩევა შესთავაზა, თუმცა ლოპესი გადაწყვეტილებას დიდი ხანი ვერ იღებდა. საბოლოო აჩევანი ვარსკვლავმა საგრიმიოროში, ცერემონიალის დაწყების წინ გააკეთა.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კაბა ჯერი ჰოლიველსა და თავად დონატელა ვერსაჩეს ეცვა, მომღერალმა არჩევანი სწორედ მასზე გააკეთა.

„როდესაც დავინახე, მივხვდი, რომ ეს სწორედ ის იყო რაც მინდოდა, კაბა საკმაოდ პროვოკაციული აღმოჩნდა და საზოგადოების ყურადღებაც მარტივად მიიპყრო. მაშინაც კი, თუ საზოგადოება არ იცნობს ჩემს მუსიკალარ თუ კინო კარიერას, ახსოვს ეს მწვანე კაბა და ის მომენტი, როდესაც მე ამ კაბით წითელ ხალიჩაზე გავიარე” – აღნიშნა ჯენიფერ ლოპესმა.

ისტორია მეორდება, 20 წლის შემდეგ, ჯენიფერ ლოპესი ვერსაჩეს 2020 წლის გაზაფხულის ჩვენებაზე, საზოგადოების წინაშე კვლავაც აღნიშნული კაბით წარსდგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები